ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ყოველგვარი ძალადობა თუ თვითნებობის ნატამალი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი და ამაო მცდელობაა იმავე მიზნის მისაღწევად, რისიც ყოველი შედეგი დროებითია, სუსტი და უსუსური – დრო, ჟამი და ადამიანი ადრე თუ გვიან დასჯაბნის ყველა ნაძალადევს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის თვალი ყოველთვის როდი ამჩნევს ყოველს”.
* * *
„ – არასოდეს არ უნდა გაჰქიდრო კაცი იმისათვის, რასაც შენ თვითონ სჩადიხარ, საძრახისის დაძრახვა ორმაგად საძრახისია ნაძრახულთან გაშინაურებული მძრახველისათვის, რადგან სხვისი საძრახისის ხაზგასმით მძრახავი ორმაგად აღიარებს თავისსავე საძარახისს და ნამდვილად დედიშობილა წარმოაჩენს საკუთარ თავს სხვისი დაძრახვის ფონზე”.
* * *
„არის კაცის საქციელში ისეთი რამ, რის ახსნასაც დრო და ჟამი სჭირდება თვით ჩახედული ადამიანისათვისაც კი”.
* * *
„ – ზოგ-ზოგი მობრძენო ადამიანი მასხარად იგდებს ჭამა-სმას, თვით მის დამფასებელსა თუ მაღიარებელ არსებას და ყველას გასაგონად ბუნებით ბოძებულ ამ სიკეთეს ხელაღებით თუ არ უარყოფს, ცინიკურად მაინც აქილიკებს, ის კი ავიწყდება, რომ უჭმელ უსმელი ყველა არსება საცოდავია, უნიათო და უბედურიც, რომ ყუათს მოკლებული ყველა სულიერი უბადრუკია და დარდიანი მარადჟამს. დიახ, ლუკმა და ყლუპია უპირველესი სათავე სიცოცხლისა, ხალისისა, თვით დარდის განელებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის წინსვლისა და ზრდის უპირველესი სტიმულის მიმცემი მტერია, იმიტომ, ადამიანს საკუთარმა საქმიანობამაც რომ არ გაუჩინოს მტერი, – მტერი კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის ნაყოფიერად მოქმედ კაცსა ჰყავს, – მაშინ თვითონ, საგანგებოდ უნდა გაიჩინოს იგი, როგორც ცხოვრებისეული სტიმულიზატორი. უმტერო ადამიანი დუნდება, ბოთე ხდება და გამოთაყვანების გზას დაადგება”.
* * *
„თეთრის მადლსა მაშინ იგრძნობ, როცა შავსა დაინახავ”.
* * *
„ – თამაშით გამდიდრებული მე არავინ მინახავს”.
* * *
„ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ბავშვი მოსტაცო მშობლებს?!”
* * *
„ – რატომ უნდა იყოს კაცის მიერ კაცის ჩაგვრა, დათრგუნვა, დაკნინება, დაცემა და თვით მოსპობა, რატომ უნდა ერჩოდეს ადამიანი ადამიანს, რისთვის?” – (ავტორი გენია.ჯი)