ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი”

„იმდენს ჩადიან ბოროტებას, რომ გვავიწყებენ ერთით მეორეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე მირჩევნია ცბიერება აღმშენებელი, უმანკოებას დამაქცევარს”.

* * *

„ – ო, ბრბო, რარიგ სასტიკია”.

* * *

„ჩანს, სიბრძნეზე და სიტყვაზე ღრმა ჩამაგონებლად სჭრის ქვეყნად ქალის სილამაზე”.

* * *

„ადამიანის სუსტი ბუნება საჭიროებს მშველელს მაშინაც, ბედნიერებას როცა იღებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ზოგი უგნური, ახალ ჟამის ჩია ნაყოფი, ბრძენ მამა-პაპათ განძს სიამით ჰყრიდა კოცონში”.

* * *

„თუ კაცი გონიერი გარყვნა ავმა დრომ და ყალბი სიბრძნით აღატრუა, ვერ მოისვენებს სანამ ქვეყანას არ დააქცევს…”

* * *

„ცაში ნუ ეძებ ქალის ტრფობას, ის ხორცშია”.

* * *

„ – არ სჯობს სიბნელე იმ სინათლეს, რაც დაგვანახებს გულის შემზარავ სიმახინჯეს?”

* * *

„ – ვუცქერ და ვერ ვცნობ ვერც დიდს, ვერც მცირეს და არათუ ადამიანებს… მათი ძაღლებიც მეჩვენება გამოცვლილებად, თითქო დაცინვა შეპარვიათ თვალში კაცთ მიმართ და გაუსწრიათ კაცობაში თვით გაძაღლებულ პატრონებისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება