ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„მარტოოდენ სიმართლის ლაპარაკი მოზრდილ ასაკში ზოგი ადამიანისათვის სუსტი ჭკუის უპირველესი ნიშანია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაი, რომ კაცის კაცობა ყოველთვის როდი ყოფილა ადვილი!”
* * *
„წაქცეულისა და მიცვალებულის წინააღმდეგ ბრძოლას მტაცებელი ნადირიც კი ერიდება, ადამიანს ხომ მით უფრო მართებს თუნდაც საკუთარი თავის პატივდება”.
* * *
„ – შვილისა და ოჯახის პატრონმა იცის ზოგჯერ მომეტებული თადარიგიანობა თუ ყაირათიანობა… და კიდევ იმან, ვისაც საკუთარი ტანჯვითა და წამებით აქვს შეძენილი ყოველი წვრილმანი, თორემ იოლად მოპოვებულს იოლადვე გაატანს ქარს ყველა მეიოლე, ქალი იქნება თუ კაცი”.
* * *
„ყველას თავისი შნო და ბუნებით ბოძებული ნიჭი აქვს, თანაც ისეთი, სხვას რომ არ გააჩნია. იმიტომაც არის აუცილებელი, რომ იმ ნიჭის გამოყენებისას სამაგიერო მიეზღოს პატრონს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უხეიროსა და მავნეს, საკუთარი სხეულის ნაწილიც რომ იყოს, რაც უფრო ადრე მოიცილებს ადამიანი, მით უკეთესია”.
* * *
„სიყვარულმა შესვენება არ იცის, ის უკომპრომისოა – ან აღმა მიდის, იფურჩქნება. ამ დაღმა ეშვება, ჭკნება და კვდება კიდეც. კვდება ისევე, როგორც ადამიანი ან პირუტყვი, მხეცი და ნადირი”.
* * *
„ძლიერთან შეჭიდება არავის უნდა და სუსტის დაჯაბვნას ამჯობინებენ ყოველთვის”.
* * *
„ – კაცი რომ არ იღლებოდეს, არ ცვდებოდეს და, ღმერთმა დაიფაროს, არ ეცემოდეს, საკაცეთი სამხეცეს დაემსგავსებოდა და ადამიანი ადამიანურ სახეს დაჰკარგავდა. დასაცემი უნდა დაეცეს, წასაქცევი უნდა წაიქცეს, მოსაკვეთი უნდა მოიკვეთოს, ძალამ უნდა იმძლავროს, ცეცხლმა იცეცხლოს, ღვინო დადუღდეს, კაცი დავაჟკაცდეს, დადინჯდეს, დამძიმდეს და ბოლოს წაიქცეს”.
* * *
„ჭაბუკისა და ხანდაზმული კაცის ჭკუა ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც თეთრი და შავი”. – (ავტორი გენია.ჯი)