ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობიდან – „ხარატაანთ კერა”
„კარში გასული ქალი, ვინ იცის, ვის არ გადააწყდება გზაზე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭორი ჭორია, მაგრამ ქალის გზაზე ჩრდილი გაწვება მაინც, ვიღაც წამოსძახებს შემდეგ”.
* * *
„წყეული სეტვა! რამდენჯერ აუტირებია ამ დაუნდობელს კახელი გლეხის გული. რამდენჯერ ჰაერში გაყინულა მწიფე მტევნისკენ გაწვდილი ხელი, რამდენჯერ ცარიელი დარჩენილა სუფთად დარეცხილი ქვევრები!”
* * *
„ძნელია დარდში ობლობა”.
* * *
„უცხო მხარეში ჯერ თვალხილული რა არის და უსინათლო აბა რიღასი მაქნისია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენი ხელით დაწერილს და შენი თვალით გადაკითხულს, სულ სხვა ძალა აქვს”.
* * *
„დარდს ნუ აჰყვები, დარდი გაგაფუჭებს”.
* * *
„ცივია მიწა, ძალიან ცივი და აღმომცენებელი ყველაფრისა შთანთქავს ყოველივე აღმოცენებულს”.
* * *
„კარჩაკეტილს ბოღმა უფრო ჩაიგდებს ხელში. ხალხში გასული უფრო უკეთ გაუძლებს დარდს!”
* * *
„ – სიკვდილი სიცოცხლის მონახევრეა, ქალო!..” – (ავტორი გენია.ჯი)