ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სანამ კაცს თავი მხრებზე ადგია, ყოველი სასჯელი მიესადაგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმადური კაცი უმადური იმით არის, რომ ყოველ სიკეთეს სიბოროტით და გესლით პასუხობს”.
* * *
„ – ერთგული კაცის შოვნა ძნელია, შანშე ბატონო, და ადვილად არ უნდა ჩამოიშორო”.
* * *
„ – ახლა დავრწმუნდი, რომ ღმერთს ადამიანისთვის თვალი კი არ მიუცია სახედველად, არამედ გონება და გუმანი”.
* * *
„ყოველმა კაცმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს ნაკლი, მაგრამ ვაი ის არის, რომ სხვის თვალში წკირსა ვხედავთ და საკუთარში დვირსაც არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს როცა შესავედრებლად გაუხდება საქმე, აღარც მის სურვილს უწევენ ანგარიშს”.
* * *
„მძინარე ბავშვებზე უკეთესი სანახავი არაფერია”.
* * *
„შეხედულებით ვაჟკაცს არ იწუნებენ”.
* * *
„ულმობელია ხალხის სამსჯავრო. ვაი, მას ვინც ამ სამსჯავროს მსხვერპლი გახდება!”
* * *
„ერს მაშინ ედღესასწაულება, როცა დიდ ომში საბოლოოდ გაიმარჯვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)