ამონარიდები ფრანგი ლიტერატორების მოთხრობებიდან…
„რომ გაანადგურო ადამიანი, ხანდახან საკმარისია, მასზე აღარ იფიქრო”. – ერვე ბაზენი (ქორწინებათა ბიურო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბალზაკი, ბარესი, ბოდლერი, ბომარშე, ბუალო, ბიუფონი… შატობრიანი, კორნელი, დეკარტი, ფენელონი, ფლობერი… ლაფონტენი, ფრანსი, გოტიე, ჰიუგო… მოლიერი, რაბლე, რასინი, პასკალი, სტენდალი, ვოლტერი, მონტენი… რა დიდებული მხედრობაა!” – ვერკორი (ზღვის დუმილი)
* * *
„ეშმაკი მაინც ეშმაკია”. – არმან ლანუ (ეშმაკი სენისა და მარნის დეპარტამენტში)
* * *
„მსგავსი ყოველთვის მსგავსს როდი ეძებს”. – ერვე ბაზენი (ქორწინებათა ბიურო)
* * *
„ – არაფერი არ უნდა მიიღო სერიოზულად. ბოლოს და ბოლოს, ასე ცხოვრება ხომ უფრო იოლია. უნდა იცოდე, რომ ყველაფერს ერთი ფასი აქვს, რომ გამარჯვება თუ დამარცხება, სიკეთე თუ ბოროტება, აღიარება თუ სიძულვილი რაღაცას ნიშნავს მხოლოდ იმ მიწაზე მღოღავი ჭიანჭველების, იმ საცოდავ კაცუნათა თვალში, რომლებიც თავის პაწაწინა პლანეტაზე იბადებიან, რათა ერთი გაიფურჩქნონ და დაიხოცონ. დიახ, ცხოვრება ბევრად უფრო იოლი ხდება, თუ გახსოვს, რომ, ბოლოს და ბოლოს ამაოებაა ყოველივე”. – ვერკორი (უარყოფა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი ყოფის სასაცილო მხარე უწყალოდ ნიღბავს უფრო მნიშვნელოვანს”. – ერვე ბაზენი (ქორწინებათა ბიურო)
* * *
„თუ ადამიანს დანახვის უნარი გააჩნია, მისთვის ხელსაც ისევე შეუძლია გრძნობების გამოხატვა, როგორც სახეს, შეიძლება უფრო მეტადაც კი, – ხელი ხომ ყველაზე ნაკლებ ექვემდებარება ჩვენს ნება-სურვილს…” – ვერკორი (ზღვის დუმილი)
* * *
„მარტოხელები არ ხდებიან, მარტოხელებად რჩებიან ხოლმე. ამ სიტყვას ზოგჯერ ისეთი ძალა აქვს, რომ საჭირო აღარაა სხვა განმარტების ძებნა”. – ერვე ბაზენი (ქორწინებათა ბიურო)
* * *
„ქალები, კატისა არ იყოს, საოცრად გრძნობენ ყველაფერს”. – ვერკორი (ზღვის დუმილი)
* * *
„გულწრფელობა ყოველგვარ სიძნელეს გადალახავს”. – (ზღვის დუმილი) – (ავტორი გენია.ჯი)