ამონარიდები ჰელიოდორეს ძველბერძნული რომანიდან – „ეთიოპიკა”
„ზოგჯერ ერთ-ორ დღეში ისეთ გამოსავალს გვიკარნახებს ბედი თავდასახსნელად, რასაც ასი დღის ფიქრითაც ვერას გავხდებოდით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ვნება იმარჯვებს, წინააღმდეგობა მხოლოდ აძლიერებს სურვილს”.
* * *
„ვინც კი ეროსს შებმია, ყველას სიამოვნებით წაუგია ბრძოლა, ფარ-ხმალი დაუყრია, რადგან თავმდაბლურად უგრძვნია დამარცხების გარდუვალობა”.
* * *
„დიდი სიხარული დიდ მწუხარებას ბადებს ზოგჯერ”.
* * *
„მადლიერება – უძვირფასესი საჩუქარია ჭკუათმყოფელი კაცისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ანაზდეულად შიშნაჭამ კაცს თავზრი ეცემა, ნელ-ნელა შეჩვევით, საღი განსჯით, მდგომარეობას ეგუება იგი”.
* * *
„როცა საქმე შეუღლებას ეხება, აქ აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა”.
* * *
„ეტყობა, ღამეში უფრო მძაფრია ვარამი, როცა თვალსა და ყურს არაფერი იტაცებს და მწუხარებასთან მარტო რჩება კაცი”.
* * *
„დიადი ტანჯვა და ჭეშმარიტი ტრფობა არად მიიჩნევს იმას, რაც გარშემო ხდება, გინდ ვარამი იყოს იგი და გინდ ლხინი და სულს კარნახობს, ერთ რამეს ხედავდეს, ერთ რამეს სცნობდეს – მხოლოდ იმ საგანს, რომელიც უყვარს”.
* * *
„ზოგჯერ კარგია ტყუილიც, თუ იგი არგებს მთქმელს და არ ავნებს მსმენელს”. – (ავტორი გენია.ჯი)