ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რაც უფრო მკაცრად მოექცევი ადამიანებს, მით უფრო მეტად დაგაფასებენ… დიახ, დიახ, ასეთია ჩვენი ბუნება!” – მიხეილ მრევლიშვილი (საბედისწერო მოსახვევი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა საკადრისია დაუკითხავად სხვის ოთახში შესვლა?” – ივანე ტურგენევი (პუნინი და ბაბურინი)
* * *
„ – როცა, ძმობილო, ადამიანს განსაცდელში პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისათვის მოგირიდებია პირი!” – გიორგი ნატროშვილი (ვინ არის ეს კაცი?!)
* * *
„ვისაც დარცხვენა გამოუცდია, იმან კარგად იცის, რომ ეს გრძნობა დროის პირდაპირი შეფარდებით იზრდება, ხოლო გაბედულება იმავე წესით კლებულობს, ესე იგი: რამდენადაც ეს მდგომარეობა მეტ ხანს გრძელდება, იმდენად დაუძლეველი ხდება იგი, და იმდენადვე მცირდება გაბედულებაც”. – ლევ ტოლსტოი (ბავშვობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოდითგან აბრაამს ისააკი მსხვერპლად მიჰქონდა და ეს დიდებული სიგიჟე დღესაც აღელვებს საბრალო კაცობრიობას”. – რომენ როლანი (პიერი და ლუსი)
* * *
„ – პუშკინი? პუშკინი ხომ ხის მწვანე ტოტებში ჩასაფრებული გველია, რომელსაც ხმა აქვს ბულბულისა!” – ივანე ტურგენევი (პუნინი და ბაბურინი)
* * *
„კახპები ყველგან არიან”. – ელზა ტრიოლე (ივეტა)
* * *
„ერთი როგორ გაუგებს მეორეს, თუკი საკუთარ გულში ჩახედას დაერიდება?” – რომენ როლანი (პიერი და ლუსი)
* * *
„ – ყოველთვის ვენდობი იმას, ვინც მარწმუნებს, ცდებიო”. – ანატოლ ფრანსი (კონტი მორელი)