ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„არც ერთი მეფე, რომელსაც ქვეყნად სახელი დარჩენია, ლმობიერი არა ყოფილა. თვით დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე. არაფერს ვამბობ ალექსანდრე მაკედონელზე და მკაცრ კეისარზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რიცხვმცირე ქვეყანა იმით არის ბრალი, სხვა რომ სჭირდება მოკავშირედ”.
* * *
„კაცს როცა გიჭირს, ყველანი მაშინ გაგირბიან”.
* * *
„ – საქვეყნო საქმე ყველას საქმეა, ბატონო”.
* * *
„ხვთისმოსავთ უფრო გულგრილად ექცევიან ადამის ძენი, ვიდრე ხმლის კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რანი არიან ხელმწიფენი: სიცოცხლეში ყველანი ადიდებენ, მოკვდება და ყველას უხარია”.
* * *
„ – ჩვენი ქვეყანა შინაურმა წაკიდებამ უფრო დაანგრია, შვილო, ვიდრე გარემტრებმა”.
* * *
„ზოგჯერ პირადი ზრახვა საქვეყნო გვგონია და ამაში ვცდებით”.
* * *
„როცა ორი ბოროტებიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიო, უმჯობესია უმცირესს დაადგა თვალი”.
* * *
„ – დიდი ქვეყნის ბედს უთუოდ დიდი კაცი უნდა განაგებდეს.
- პატარას უფრო სჭირდება დიდი კაცი. – ამოიოხრა კათალიკოსმა”. – (ავტორი გენია.ჯი)