ამონარიდები ნინო ნაკაშიძის მოთხრობიდან – „ძიძა”
„სოფელში სოფლური ცხოვრებაა: ღორი, ქათამი, ძროხა, ნეხვი, მეტს რას ნახავს კაცი, მარტუაი ლობიეს ჭამა მოკლავს კაცს იქინე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ერთს შეუძლია უშრომლად ცხოვრება, ეს იმიტომ, რომ მეორე სულს იხდის მუშაობაში და თვითონ მაინც მშიერი რჩება, რადგანაც ერთობ ბევრის ნაშრომს ნთქავს უქმი, მდიდარი ცხოვრება”.
* * *
„თუ შენი მახლობლები შეწუხებულია, მაშინ აღარც შენ ბედნიერებას აქვს შნოი”.
* * *
„ – ღმერთი არ მომასწრებს მე იმისთანა სირცხვილს, რომ ქალის საქმეს შობოდეს ჩემი გოგიეი!”
* * *
„რაც ჩავა პირში იგი კი არაა ცოდვა, რაც ამუა, ავი სიტყვა, იგია ცოდვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ცხოვრების ყვავილია, – უთხრა მას ერთხელ ტასიამ, – უნდა კრიფო და კრიფო, სანამდის ახალგაზრდა ხარ, – დაუმატა მან სიცილით”.
* * *
„ – ჯერ ოჯახის სარგებლობა უნდა გახსოვდეს”.
* * *
„თუ ერთის მხრით ცხოვრება უზრუნველი, მხიარული და მდიდრულია, მეორეს მხრით მწუხარება, ტანჯვა და სიღატაკეა”.
* * *
„დიდკაცობაში არ სცოდნიათ ცოდვა-მადლი”.
* * *
„ – ღმერთო, დიდება შენ, რაფერ გამეიცვალა დროი!” – (ავტორი გენია.ჯი)