ამონარიდები ჰელიოდორეს ძველბერძნული რომანიდან – „ეთიოპიკა”
„ – ავი თვალისა შენცა გჯერა, არა?
- მჯერა, – მივუგე მე, – როგორც ყველა სხვა ჭეშმარიტება. საქმე შემდეგნაირადაა: ჩვენი გარემომცველი ჰაერი თვალებით, ცხვირით, სუნთქვით თუ სხვა გზებით ჩვენში აღწევს. ამასთან, ყველაფერი, რაც ჰაერში იჩენს თავს, სუნთქვის გზით სხეულში გადადის და იქ თესავს იმ სნების თესლს, გარეთ რომ დაატარებდა. და როცა სილამაზეს შურით უცქერის ვინმე, აი, მაშინ ივსება გარემომცველი ჰაერი ავი ქმედებით, რაკიღა სატკივარს მახლობელს შეასუნთქავს ბოროტი. ამ დროს სნება ძვლის ტვინამდე გასცრის-ხოლმე ერთბაშად. ასე მრავალი ავადდება შურით, ჩვენ რომ ავ თვალს ვეძახით შინაურულად. თავად დაუკვირდი, ქარიკლე, რამდენი ყოფილა გათვალული, ან სხვაფრივ სნებული ისე, რომ ავადმყოფს არ შეჰხებია, არც მის საწოლსა და მაგიდას მიჰკარებია, მაგრამ ერთი ჰაერით კი უსუნთქავთ.
ეგებ ის გველიც გსმენია, ბასილიკოსს რომ ეძახიან და მხოლოდ შემოსუნთქვით, ანდა შემოცქერით რომ აზრობს და აკვდინებს ყოველს, რასაც დალანდავს. ამიტომ ნურც იმას გაიკვირვებ, თუ უსაყვარლეს ადამიანსაც გათვალავს ზოგი, თუმც სიკეთე სწადიან მხოლოდ; ზოგჯერ მათ ბუნება ბოროტი აქვთ და სჩადიან არა იმას, რაცა სურთ, არამედ იმას – რასაც ბუნება კარნახობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ახალი ნანახით უფრო იხიბლება, რადგან ყოველი უცხო სანახაობა ჩვეულებრივზე უკეთ მოქმედებს”.
* * *
„სილამაზეს მიწაში ვერ დაფლავ, მგონი, იქიდანაც გამოაშუქოს”.
* * *
„ყველაზე უკეთ მეტრფე ხედავს სატრფოს”.
* * *
„რეგვენთათვის არასახილველ არიან ღმერთები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მამაო, მოყირჭება ყველაფერმა იცის და თვით სიყვარულმაც კი”.
* * *
„დროულად აღმოჩენილი სენი იოლად იკურნება, დაგვიანებული კი თითქმის უკურნელია”.
* * *
„საქმეს სამზადისი უნდა”.
* * *
„საერთოდ ჭარბი სიტურფე ასაკსაც ჭარბად აჩენს ხოლმე”.
* * *
„ – სასარგებლოა წინასწარ ჭვრეტა – დარდის სიმძიმეს ანელებს იგი. უცაბედი უბედურება, შვილო, ძნელი ასატანია, წინასწარხილული კი გაცილებით ადვილი”. – (ავტორი გენია.ჯი)