ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ციცინათელა”
„ – გათხოვებით ვის დაუსვენია. მე რომ მკითხო, ზოგიერთის გათხოვება ომში წასვლას ჰგავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი სიმართლეს ზურგს უკან უფრო ლაპარაკობს”.
* * *
„ – ნუთუ შეიძლება ადამიანი სხვას სულგრძელობას თხოვდეს და თვითონ კი სულმოკლე იყოს?”
* * *
„ზოგიერთები სახით უფრო შესცინიან ადამიანებს, ვიდრე გულით”.
* * *
„ – როცა ადამიანები იძულებით გეფერებიან, ნამდვილი გამარჯვება ეს არის, აბა, თუ სიწრფელეს მიენდე, კაცის გული ცვალებადია, ვინც გემრიელ ცხოვრებას ეძებს, მლიქვნელობის გარეშე ვერ იპოვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – საქმეში დამარცხებულს მთლად უვარგისად ნუ თვლით და ბედად გამარჯვებული ყველაფრად გმირი ნუ გგონიათ”.
* * *
„ყველა ქალი ხალხის ამყოლია, ბოლოს სხვებისაგან აგდებულ კაცზე მასაც გაუცივდება გული”.
* * *
„ – ერთ სიბრძნეს გასწავლი: ვის ფრთის ქვეშ ხარ, იცოდე, მისი ბრჭყალებიც ახლოა შენს კისერთან”.
* * *
„ – თუ არ მოუჭირე ზოგიერთებს ხელი, ხალხს მორიდება არ ექნება და საქმე არ გაკეთდება”.
* * *
„იმოდენა ტყუილი არ უნდა თქვა, რომ თვითონვე გაება შიგ”. – (ავტორი გენია.ჯი)