ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„საკუთარი ტყავის გაფრთხილება ყველამ იცის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც არ ყოფილა გასაჩენი ულმობელი და გულბოროტი, კაცისმკვლელი ადამიანი. იბადება იმიტომ, რომ დედამიწაზე, რაც რამ არსებობს, ყველას და ყველაფერს მუსრი გაავლოს”.
* * *
„აი, რა არის ქართველი კაცის ბუნება? ერთი ჭეშმარიტი სიხარულისთვის სარჩო-საბადებელს გასწირავს”.
* * *
„ – გიჟი იმიტომ არის გიჟი, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ჭკვიანი ჰგონია თავი”.
* * *
„ – არა, ღმერთს წილი არ უდევს კაცის დაბადებაში, მტყუანს და მართალს ერთგვარი ტანჯვით კლავს და ბედნიერებას კი არვის ანიჭებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სარწმუნოების ძალა უფრო მძლავრია კაცის გულში, ვიდრე მეზობლობისა და სიკეთისა”.
* * *
„თუ კაცი პირად სიკეთეს ხალხის სიკეთეზე მაღლა დააყენებს, საქვეყნო საქმე უკუღმა დატრიალდება”.
* * *
„ამ დროში ვის არ უჭირს?!”
* * *
„ – ხალხი ნახირია, შვილო. მენახირე თუ გვერდით არა ჰყავს, დაიქსაქსება და მგლის კერძად იქცევა”.
* * *
„ვინც რა რჯულისად გაჩენილა, ის უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)