ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „ენდჰაუზის საიდუმლოება”

„საიდუმლოს შენახვა ხელოვნებაა, რომელიც მრავალგზის ვირტუალურ სიცრუეს, დიდ მსახიობურ ნიჭსა და კომედიის მთელი სულით განცდას მოითხოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზედმეტი ლაყბობა საქმის მტერია”.

* * *

„ჩვენ ყველანი წლებთან ერთად ვცვდებით”.

* * *

„ – ბოროტება დაუსჯელი არასოდეს რჩება, მუსიე”.

* * *

„ – ქალები, ვინ გაუგებს მათ? სულ „ჩემო კარგო”, „ჩემო კარგოს” გაიძახიან, თვითონ კი, ღმერთმა უწყის, იქნებ ფიქრობენ: „ეშმაკმა წაგიღოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ტანჯვა ხასიათს აკაჟებს”.

* * *

„ნურავინ იტყვის, რომ ქვეყანაზე სამართალი არ არისო”.

კომენტარის დატოვება