ამონარიდები ნინო ნაკაშიძის მოთხრობებიდან…
„ცხოვრება ყოველთვის თავისას ითხოვს და რაც უნდა დიდი ჭირ-ვარამი, ჯავრი ან სიხარული ჰქონდეს ადამიანს, ცხოვრების წვრილმან მოვლენებს მაინც უნდა გაუწიოს ანგარიში და ძალაუნებურად უნდა ჩაებას დროთა მსვლელობის ფერხულში”. – (მოვალეობა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი პირობების მიხედვით ეჩვევა თავის მდგომარეობას”. – (დამნაშავე)
* * *
„განა შეიძლება მამა და დედა არ უყვარდეს კაცს?!” – (არ გვიკადრა)
* * *
„ – რაც მეტი ხნისაა კაცი, უფრო პატივსაცემია, ჩემო ბიჭიკო”. – (ლაო ჩენ)
* * *
„თურმე კაი აზრი ჩქარა გუუჯდება კაცს ძვალსა და რბილში”. – (მოვალეობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც არ გაგიკეთებია, ის შენ არ გეკუთვნის, ეს ყოველი რიგიანი კაცის მცნება უნდა იყოს ჩვენს დროში”. – (მოვალეობა)
* * *
„ – ჭირს უნდა გაძლება, თვარა ლხინს ყოლი კაცი გუუძლებს”. – (გურიის სოფელში)
* * *
„ – ეჰ, ეჰ, ეჰ! რაც კარგია, ყველაფერი ძვირია”. – (ორი დედოფალა)
* * *
„მჭამელი ბევრი ვართ და მუშა…” – (სტუმარი)
* * *
„ – რაც არ შეუძლია კაცს, იგი არ უნდა ქნას მისდღემჩი; რაც შეუძლია, ე, იგი უნდა ქნას”. – (მოვალეობა) – (ავტორი გენია.ჯი)