ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სიბერე და ზამთარი ერთურთს ჰგვანებია. შემოგიტევს, ცოტათი აგიცივდება და ისევ დაგითბება… უფრო ძალუმად შემოგიტევს… გგონია, გამათავაო, მაგრამ ისევ დაგითბება ცოტახნობით… ახალი სუსხით შემოგიტევს… სულს ყელში მოგაბჯენინებს და… ისევ ცოტაოდენ შეღავათს მოგცემს… უფრო საშინლად შემოგიტევს და აგიცივდება… აგიცივდება და გაბმით გაკანკალებს… ეგეც შენი ნაღდი ზამთარი, თავისი სუსხითა და ქარ-თოშით! ჰაი, დედასა ახალგაზრდობავ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუქარა უძლური კაცის იარაღია”.
* * *
„ჭკვიანი კაცი მეგობარს ეძებს და სულელი მტერს იძენს”.
* * *
„ – ყოველ ბრალს თავისი ბალავარი აქვს, შვილო. უმიზეზოდ არა ითქმის რა”.
* * *
„კაცი როცა ორმოცს გადასცდება, თურმე ყოველდღე უკანუკან მიდის…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემი შეხედვით, ქალი ყველა მშვენიერია”.
* * *
„რა ბედნიერია, ვისაც მარტოოდენ თავი ეკითხება და არა მთელი ქვეყანა!”
* * *
„ჟამი და წელთა სვლა კაცს სიბრძნეს მატებს და გულით ხედვას უადვილებს”.
* * *
„თურმე ცხოვრება ასეა: რაც უზომოდ გძულს, შენ არ აგცდება”.
* * *
„უბედურება იმაშია, კაცს მარტოოდენ ერთი სიცოცხლე რომ ეძლევა ამ ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)