ამონარიდები ფრანგი ლიტერატორების მოთხრობებიდან…
„დიახ, სინდისი ჩვენს დროში ერთხელ და სამუდამოდ დაიკარგა”. – ფრანსუაზა საგანი (ერთ დილით) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს ყოველთვის შუბლზე აწერია, რას წარმოადგენს”. – პიერ კურტადი (სოფლის ექიმი)
* * *
„ყველაფერს ერთბაშად ვერ მოერევი”. – ანდრე სტილი (ფოლადის ყვავილი)
* * *
„საკუთარ თავზე ლაპარაკი მეტად ძნელია”. – ფრანსუაზა საგანი (ერთ დილით)
* * *
„ამ ცხოვრებაში ყველაფერი მოთმინებისა და ნებისყოფის საქმეა”. – პიერ კურტადი (სოფლის ექიმი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცში მხოლოდ მის კაცურ ღირსებასა ვცემ პატივს”. – რომენ გარი (ტარატონგას საჩუქარი)
* * *
„ხანგრძლივი ძილის შემდეგ უსიამოვნო გამოღვიძება ისეთსავე განცდას წარმოშობს, როგორსაც სასოწარკვეთილება, ანდა წვიმიანი ცა, რომელიც ყოველგვარ მდაბალ ზრახვებს ჩაგვაგონებს…” – (პიერ მასკარდი (ცხენები)
* * *
„ – მხოლოდ გულგრილ ადამიანებს გააკვირვებს ის მიზეზები, რამაც გადამაწყვეტინა გავცლოდი ცივილიზაციას, მის სიყალბეს და გავხიზნულიყავ წყნარი ოკეანის კუნძულზე, სადმე მარჯნის რიფებზე და ლურჯი ლაგუნის ნაპირზე მეპოვა ადგილსამყოფელი. მინდოდა, რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავ ამ ჩარჩულ სამყაროდან, მხოლოდ ნივთიერ სარგებელს რომ დაეძებს ყველაფერში. მინდოდა გავქცეოდი იმ გარემოს, სადაც მოგებისათვის გაშმაგებული ბრძოლა და შეჯიბრია, სადაც ყოველგვარი უსირცხვილო საქციელი ჩვეულებრივ წესად ქცეულა და ფაქიზი ბუნების ადამიანს უჭირს ცხოვრება”. – რომენ გარი (ტარატონგას საჩუქარი)
* * *
„მთვარე მუდამ უცხოველებს ადამიანებს წარმოსახვის უნარს”. – პიერ კურტადი (სოფლის ექიმი)