ამონარიდები ჰელიოდორეს ძველბერძნული რომანიდან – „ეთიოპიკა”
„გონიერთ უნარი შესწევთ წაღმართად მიაქციონ უკუღმართი ბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაი, დემონურო შურო, ულმობელ ჩვენდა!”
* * *
„ბედის გზა-კვალს კაცი რას გაუგებს”.
* * *
„ – სიბერემ გამომაყრუა. სიბერე ხომ სმენის მტერია”.
* * *
„ – მტრებმა შეიძლება გვაჩუქონ სიცოცხლე, როგორც მონებს. და განა ეს ყოველგვარ სიკვდილზე უარესი არ იქნება?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უმშვენიერესად ვთვლი განძს, თუ იგი არ აზარალებს მას, ვინც გასცემს, ხოლო ამდიდრებს მას, ვინც იღებს”.
* * *
„უბედურება რომ დროულად აცნობო კაცს, ზოგჯერ ესეც კაცთმოყვარეობაა, რადგან უცაბედი მწუხარება, მწუხარების გრძნობას უკარგავს ხოლმე გათანგულ გულს”.
* * *
„ – დაე, ნურასოდეს ნუ აღზევდება იქამდე მრისხანება და სიშმაგე ჩემი, რომ ძმათა სისხლის დაღვრის ფასად, საშოს თანამოზიარის სისხლით შებღალულმა, შური ვიძიო წარსულისათვის და მოვიხვეჭო სვებედნიერი მომავალი”.
* * *
„ – მაღალი წრის მამრთმოყვარე ქალები უწყალონი, მკაცრნი არიან მარცხისას, ცხადია, ვინც მათ აბუჩად აიგდებს, შურს მიაგებენ ვით შეურაცხმყოფელთ”.
* * *
„კაცის ბედი ნიადაგ მოულოდნელობითაა სავსე”. – (ავტორი გენია.ჯი)