ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობიდან – „საბედისწერო მოსახვევი”
„ცხოვრებაში ხშირად ხდება, არც თქმის უფლება გაქვს კაცს და არც უთქმელობისა. ხარ ასე ყოველმხრივ უფლებააყრილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გულგრილობა და განდგომა უძლურების სამოსელია”.
* * *
„ – უნდა სჭირდებოდე მოყვასთ, რომ ზედმეტი არ აღმოჩნდე მათში. თუ ქვეყანას არ დასჭირდები, მგლობაღა შეგრჩება ხელთ”.
* * *
„სიყვარული თავდავიწყების სამსხვერპლოა”.
* * *
„ადამიანთა სიახლოვეს წინასწარი საზღვრების დათქმა მხოლოდ ავნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი დედიშობილა იბადება და დედიშობილა კვდება. ამ მანძილს ის შეცდომებითა სტანჯავს და მერე ზღაპარივით ჰქრება… იყო და არა იყო რა…”
* * *
„ – უნდა იღწვოდე ჩვენს დროში, რომ მგელი არ გახდე, დაიხსომე!”
* * *
„არარაობა ვის რათ უნდა…”
* * *
„სათქმელს თავისი ადგილი აქვს”.
* * *
„ – ნაყოფი ხისა მარტო იმიტომ კი არ ინასკვება კვირტში და იმიტომ კი არა მწიფდება მზეზე, რომ მხოლოდ ტაბლა დაამშვენოს კაცთა. არა, დაო, ეგ მთავარი სულაც არ არი. ნაყოფი იმად ინასკვება და იმად მწიფდება, რომ თესლად ქცეულმა ახალი ნაყოფი შვას. ამის გარეშე, ნენე, დედამიწა უდაბნოდ იქცეოდა და ქვეყანა – უკაცურ ტრამალად, და რადგან პირველთაგან იყო ლტოლვა თესლისა, ის ოდითგან დასაბამი გახდა სიცოცხლის ჩასახვისა ამ ქვეყანაზე. და, მას შემდეგ აქეთ, გარეშე ამ ლტოლვისა არა ხარობდა ყანა სიყვარულისა და არა ღვივდებოდა კერა”. - (ავტორი გენია.ჯი)