ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობიდან – „საბედისწერო მოსახვევი”

„უღრანია ადამიანის გული და, ვინ რა იცის, რომელ კუნჭულში რას ჩამარხავს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხშირად ყოფილა – ქორწინება განშორებას დამსგავსებია”.

* * *

„საკვირველია, როგორ აღაგზნებს ადამიანს მშვენიერების სიახლოვე”.

* * *

„მუდმივი არ არის რა ქვეყანაზე და გრძნობებიც, როგორცა ჩანს, ამ საერთოს ემორჩილება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერება სამკაულს ჰგავს, არა გაქვს და მისკენ მიილტვი, იპოვი და გეშინია არ დაგეკარგოს”.

* * *

„ძნელია გადაეღობო საწადელივით შეუპოვარს”.

* * *

„დამადლებული ლუკმა რაა, გრძნობა რა იყოს!”

* * *

„ადამიანებს ადამიანური მიუზღე და ნუ დაჰკარგავ უძვირფასესს, – შენი თავის პატივისცემას!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება