ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „დემეტრე მეორე”

„არეულ ჟამში რას არ ნახავ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმართლეს ცხადში რომ მოუჭრა გზა, სიზმრად მოვა თავის მძებნელთან”.

* * *

„ავი საქმენი ვერ გააძღებს, ვინც ბოროტებას აჰყვება”.

* * *

„ღამეზე ბნელია დღე, როცა ქვეყნიდან ღმერთი გვიქრება”.

* * *

„ – გახსოვდეს, ვისაც ენა აქვს, ღვთის აღთქმა მუდამ ეპყრას დარაჯად, რადგან პირში უზის მაცდური”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძლიერთა შუღლი ვნებს სამეფოს”.

* * *

„ – ასე ყოფილა… კაცი ებრძვის მუდამ გარემოს, მაგრამ ყველაზე საშინელი მტერი შიგნით ჰყავს… სხეულში უზის კაცს სიკვდილი, სულში კი ცოდვა დაუძლეველი”.

* * *

„მშობელი, აღსასრულის პირად მისული, უფრო მწვავედ გრძნობს თავის სისხლ-ხორცს”.

* * *

„ – რაც მიტაცებდა უწინ, დღეს არ ღირს უკან მოხედვად”.

* * *

„ცოცხალ ლეშს მკვდარზე გრძელ ხანს ვტირით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება