ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”

„ – ღმერთმა ქონება ყველას ოხრად დაატოვებინა და შენ ეძებ?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რა სიგიჟეა. უფლის სასუფეველს ამქვეყნად ჩვენ როგორ დავამყარებთ. ეს იმას ჰგავს თაფლის სანთელით განვიზრახოთ ზღვა-ოკეანეს ამოშრობა”.

* * *

„ – ო, რა ყოფილა ცხოვრება. სიზმარია? არა, სიზმარი უფრო თავისუფალია. ცხოვრება თავისუფლებას მოკლებული სიზმარია, ამიტომ უფრო უაზროა. სულ არარაობაა”.

* * *

„თხების ნუ გეშინიათ, მგლებო!”

* * *

„სიყვარული ღრუბელივით ცვალებადია, ღრუბელს ჰგავს, ან გაქრება, ან მეხით გაიტენება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენი დროის კაცობრიობას მხოლოდ მისთვის არ რცხვენია, რომ თვითონ უფრო საშინელს ტოვებს!..”

* * *

„საუკუნენი – ისინი მხოლოდ ძველ ბორკილებს აფოლადებენ”.

* * *

„ – მონებო, ტუსაღებო და ყოვლად ღატაკებო, ჩვენ დღეს ჯვარს ვიწერთ თავისუფლებაზე”.

* * *

„ – მე თქვენ მაშინ გიგულებთ, როცა შიშს დავინახავ თქვენსას. შიში მუხთლობას ვერ გაბედავს”.

* * *

„რა დამაღონებელია, რა გულსატკენია, როცა ძველ მთვარეს ეძებ ცაზე და შენიშნავ, რომ სისხლის ფერი ახლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება