ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„მოკვდავ კაცს არა ხელეწიფება ადამიანის სულში ხელის ფათური. შენ კაცო, ვინ ხარ? უფლება ვინ მოგცა, სხვის სულში ხელი აფათურო და წარსტაცო ყოველივე, რაც მას ახარებს?! მის ნაცვლად კი შენს სიხარულზე მიუთითო და ანუგეშო, სიხარულად ეგ გეყოფაო?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უფალს შენთვის რომელი ქვეყანაც მოუცია, ის უნდა იკმარო!”
* * *
„ის, ვინც ძმას უღალატებს, მეზობელს უფრო გაჰყიდის”.
* * *
„ჯოხს მაინც ვერ ჰკრავ შემოხიზნულ ბოგანოს და კარში ვერ გააგდებ. ისინიც ადამის ჩამომავალნი არიან და დახმარების ხელი მათაც სჭირდებათ”.
* * *
„ძაღლი მას ერჩის, ვისაც ეშინია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის უკვდავებას ლექსი და სიმღერა ინახავს, ჩალის ფასია იმ კაცის სიცოცხლე, ვინც მოკვდება და აღარ ახსენებენ”.
* * *
„ქვეყნიერებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი ერთა ურთიერთობის მოწესრიგებაა”.
* * *
„წუხილს მოქმედება სჯობს”.
* * *
„ქვეყნიერებაზე ბოროტებათა ბოროტება კაცისთვის რჯულისა და ერის შეცვლაა. ერთი რწმენის დამსხვრევა და მეორის შეკოწიწება უზომოდ ძნელია და მოუხერხებელიც”.
* * *
„კაცის ცხოვრება ურთიერთმტრობა და ტევება ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)