ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…
„ – არა, ვერ არის ალბათ, ეს ბუნება აწყობილი კარგად, თორემ, გაათავე შენი საქმე კაცმა, ემსახურე ქვეყანას და ხალხს, დაზარდე შვილები, მიეცი გზა და წადი! რაღას ებლანდები ფეხებში სხვას. რიღასი მაქნისი ხარ ვითომ… მაგრამ ტკბილია ეს ოხერი სული და რა ვქნათ.” – (სტეფანე პაპას ზიზიები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერა ხედავ, წუთიერია ყოველივე, ტაროსიცა და, ეს უცნაური საუკუნეც. წმინდა ჯვარი, სათავე ჩვენი ერთობისა, მღვდელმთავართა საქურდაო ნივთად ქცეულა. სახარება, ოპიზართა ნაჩუქურთმევი, ოქრომჭედელთა სათამაშოდ. სინდისი და პატიოსნება ჩინ-მედლებზე სახურდავებლად. ნიჭიერება სათაკილოდ. უნიჭობა სათაყვანებლად. სად გაექცეს ადამიანი ამა სოფლის ამაოებას, სად არის ხსნა?” – (ღამე კრწანისზე)
* * *
„განა ცოტა რამ არის ჩვენს ცხოვრებაში ღირსი მივიწყებისა, რომელიც ჩვენდა უნებურად აქა-იქ მაინც თავს იჩენს და გვაკვირვებს თავისი არსებობით?” – (საფრთხობელა)
* * *
„ერთმანეთის ჭამით – დავიღუპებით”. – (ოქროს ჟარნიშიანი ხანჯალი)
* * *
„სიცოცხლის ჟინი რომ არა, ადამიანი ქვეყანაზე არ იცოცხლებდა. კაცს ჟინი ათრობს და ატყუებს…” – (სტეფანე პაპას ზიზიები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გაუგებარი რა დარჩება ამ ქვეყანაზე?” – (კრწანისზე)
* * *
„ – წუთისოფელმა ჭირის ნამგლით სიხარულის ყანა მომკაო, არ გაგიგია, ქალო?” – (იონა ოსტატი)
* * *
„სილამაზე თვალთმაქცობის ფარად იხმარო, კარგია ვითომ?” – (საფრთხობელა)
* * *
„ – არა, არა, გულია მთავარი და ადამიანი!..” – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„ვინ იცის, როდის არის უბედნიერესი წუთი ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებაში? იქნებ ეს უკანასკნელია და ვერ ვგრძნობ, რადგან უკეთეს მოველი?..” – (მწუხრის სიმღერა) – (ავტორი გენია.ჯი)