ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „დემეტრე მეორე”
„კაცის სიტყვა ძაღლის კბილზე უმწარესია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასში ერთს მოხვდა შოლტი და გონს ბევრი მოეგო”.
* * *
„ – მე მგონია, გველს და მტრედს უფრო მშვიდად მოაწყობ ერთ ბუდეში, ვიდრე ორ მეფეს ზიარ საყდარზე”.
* * *
„ზოგი ჭირშია სულგრძელი და ლხინში ეცემა”.
* * *
„რა საშიშია კუდი გველისა, როცა თავი მოკვეთილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთის აღივებას ძალა სჭირდება. ბოროტება კი კაცთა შორის თავისით იყრის”.
* * *
„ბედნიერება სულმოკლეა, მოშიშარია, ის არის მეტისმეტად თავის მოსიყვარულე”.
* * *
„ – ეჰ, თავში ჭკუა მოდის, როცა ძალა დავკარგე!”
* * *
„ბედი არ არჩევს მრუდს და მართალს, პატივს სცემს უღირსს, ხოლო ღირსეულს წუმპეს ასხამს, უმანკოს ღუპავს, ზოგჯერ – პირიქით”.
* * *
„ავაზაკებო, ქვებს ნუ ესვრით პატიოსნებას!” – (ავტორი გენია.ჯი)