ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”

„სიმართლე ისეთი ოქროა, რომელსაც ყველა ჩემობს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სხვის სიკეთეს რატომ მოითხოვ, როცა შენი გღალატობს?”

* * *

„კაცი როცა გთხოვს, მაშინ უნდა შეეწიო, თორემ, როცა შენ დაგეჭირვება, ზედ აღარ მოგხედავს”.

* * *

„ – კაცებმა ამგვარი სიყვარული იციან, შვილო, – ჟინს რომ მოიკლავენ, ჭიან ტყემლადაც აღარავინ მიაჩნიათ”.

* * *

„თურმე მეგობრის შოვნა კი არა, ერთგული კაცის შოვნა ყოფილა ძნელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი კაცის საზღვარში უნდა დაეტიოს და ღმერთი – ღმერთისა”.

* * *

„კაცი ამ ქვეყნად ჯავრის ამომყრელად და მტრისათვის სამაგიეროს მზღვეველად იბადება. გახსოვდეს მუდამ!”

* * *

„ხალხის ცხოვრება ურთიერთქიშპი და ბრძოლა ყოფილა”.

* * *

„ვაჟკაცს მარტოოდენ სირცხვილის შიში უნდა ჰქონდეს და არა მარცხისა!”

* * *

„ბრძოლის ველიდან გაქცეული ერთი მხედარი ათას მტერზე უარესია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება