ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”
„ბოროტად შობილზე სასტიკია ბედით გაბოროტებული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერზე სასტიკად დასასჯელია მოღალატე”.
* * *
„სამართალი გადამდებია”.
* * *
„ერთმანეთის ძარცვაში გავილიღვნეთ”.
* * *
„ნათქვამია, კაცისთვის ყოველ უბედურებაზე საშინელია კაცის ხელში ჩავარდნაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე უცხოეთის მზეს ჩემი ქვეყნის ღრუბელი მირჩევნია”.
* * *
„ – ყველა, ვინც ქრისტეს აქეთ მისი სახელით გამოვიდა, ანტიქრისტე აღმოჩნდა საქმით”.
* * *
„ – მე ორი ვარ. გესმით, როგორი წამებაა ორ ადამიანად ყოფნა.
- ო, როცა ერთ ადამიანად ყოფნა ჭირს, ორად – რაღა იქნება?!”
* * *
„ – მე დიოგენი ვარ და ქვეყანა მიმაჩნია ისეთ სიცრუედ, რომ მისი ფლობა არ ღირს”.
* * *
„ – გაუშვით, ზოგჯერ შეშლილნი ბრძენებზე უფრო ამხელენ კაცის ბუნებას”. – (ავტორი გენია.ჯი)