ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…
„არამკითხე მოამბეები უმწარებენ სიცოცხლეს ადამიანსა და ქვეყანას. ამ გულჭვარტლიანთ არაფერი წმინდა არა აქვთ. ღვარძლით ავსებენ ცხოვრებას და ღვარძლსა სთესავენ დაუფიქრებლად. შეუძლიათ ოჯახი ოჯახს გადაჰკიდონ, უბანი უბანს წააჩხუბონ, სოფელი სოფელს აუმხედრონ. ასე იოლად ნუ უყურებთ სინდისგარეცხილ ჩუმჩუმელებს”. – (სტეფანე პაპას ზიზიები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თრობამ განდიდებისამ სინდისი მოსპო და წალეკა”. – (ცეცხლს მიეც)
* * *
„ომი… – ადვილად იტყვის კაცის ენა!” – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„ – დედოფალო, ორი სიმართლეა ქვეყნად, – ჩემი და არა ჩემი…” – (ცეცხლს მიეც)
* * *
„დრო უნდოა, დრო შენ კი არა, ლოდებსა ღრღნის”. – - (სტეფანე პაპას ზიზიები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი უნდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდეს, თავისი ჭუჭყი თან წაიღოს, სააქაოსი ყველაფერი მიალაგოს, დაასუფთაოს, სხვას საზრუნავი და საწყევლი არ დაუტოვოს”. – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„უიმედო ადამიანი გაუნათებელ ღამესა ჰგავს, ცოცხლებში აღარ ჩაითვლება”. – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა)
* * *
„ცოდო დიდია შეცდომაზე, რადგან ცოდო უკუსაქცევ გზას ვერ პოულობს”. – (ცეცხლს მიეც)
* * *
„ – ცეცხლი, მწირო, სიტყვის გარდა ყველაფერს სწვავს”. – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„მტერთან ორპირობა ღმერთთან ერთპირობას ნიშნავს!” – (ცეცხლს მიეც) – (ავტორი გენია.ჯი)