ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ბაგრატ მეშვიდე, ქეთევანი და კირიონი”

„სიბრძნე ნიჭს ახლავს და არა ასაკს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ვინმეს ნაწილს წაართმევს ცხოვრება, მას კიდევ რჩება სიტყვები საყვედურის სათქმელად… მაგრამ ვისაც ყველაფერს წაართმევს, ის სიტყვებსაც არ იტოვებს…

* * *

„ – ო, აქ თუ ენა ქვავდება, რა ვთქვა უფალთან”.

* * *

„მოკვეთილი რტოდან რა ნაყოფი გამოვა”.

* * *

„ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა ჯოჯოხეთი შეედრება, როცა დაუმსახურებლად გაქებენ, უღვაწლოდ გადიდებენ, უღირსად თაყვანს გცემენ!”

* * *

„როცა ბოროტებას ჩავდივართ, ის მარტო იმ დღის მოქმედება არაა. მას ფესვი აქვს შორს… ეგებ დაბადებიდან მოდის”.

* * *

„ზოგ მწიკლს მეგობრის თვალს უფრო ვუმალავთ”.

* * *

„ – ასეა, ძმებო, ეჭვიანს ცოდვა ეტანება და მშიშარას – სიკვდილი”.

* * *

„ – ოო, რა დიდი ხარ, ღმერთო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება