ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებიდან – „ინონ”
„ – რა უფლება აქვს ბატონ სინდისს ყოველ ღამე გამომიძახოს, დამკითხოს და გამასამართლოს. ვის უნახავს ასეთი მკაცრი მოსამართლე. განაჩენი სასიკვდილოდ განწირული ბრალდებულისა ერთხელ სრულდება სიცოცხლეში. ავაზაკებმა ქრისტე ჯვარზე ერთხელ გააკრეს. ვის გაუგია ყოველ ღამე სახრჩობელაზე აიყვანო ადამიანი ყულფით ყელზე და ერთხელაც არ ჩამოახრჩო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გიყვარდეს მოყვასი შენი! – ღაღადებდნენ ქურუმნი და არ იყო მოყვასი.
- ნუ იმრუშებ – ქადაგებდნენ ქურუმნი და იყო მრუშობა.
- ნუ იქურდებ – მოუწოდებდნენ ქურუმნი და ყველა ერთმანეთს რაღაცას ჰპარავდა.
და მხოლოდ ინონმა თქვა – „მაიმუნი ხარ და მაიმუნად იქეც”.
* * *
„ – ძვირად აფასებ, არ გამოვა.
- ერთი გროშიც არ დააკლდება.
- შენ ქართველი არ უნდა იყო.
- ვთქვათ ქართველი ებრაელი ვარ, ამით ვითომ რა შეიცვლება?
- არა, შენ უფრო მაიმუნის მოდგმისა ხარ.
- ნათესავები ვყოფილვათ მაშ! რა გაეწყობა, ეს ცხოვრება გვამაიმუნებს”.
* * *
„ – დიახ, ის დააუძლურეს.
ვინ, ან რად – ეს სულ ერთია.
ის მოატყუეს.
ესეც სულ ერთია.
ის გაჰყიდეს.
აწამეს.
ჯვარს აცვეს.
ის მოვიდა ამქვეყნად მაშინ, როცა უკვე მოშხამული იყო რძე მშობლისა”.
* * *
„ – ჩვენ, ნაბინა, ზღაპრებით ხშირად გვატყუებენ.
- შესაძლებელია ეგეც.
- თქვენ ფიქრობთ, ზღაპარი უფრო ლამაზია, არა?
- სხვა ტყუილს სჯობია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა განსხვავებაა სხვაგან თუ აქ!.. ყველგან იგივეა – ერთფეროვნების ზღვა. ზღვა ჭუჭყიანი ზრახვებისა, გინდა ბაზარი, სადაცა ხდება ყიდვა-გაყიდვა სინდისისა”.
* * *
„ – „რა საშინელი ყოფილა ქვეყანა”.
* * *
„„ვის რა სტანჯავს, ვინ რას გაიგებს”.
* * *
„უცნაური თვისებისაა ცეცხლი. მისი ალი იმედს იძლევა. მისი ლაპლაპი ამხნევებს და ამშვიდებს სულს”.
* * *
„უძილობა ავი ზრახვების ამშლელია. რა სისულელეს არ იფიქრებს თვალდაჭყეტილი კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)