ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ბაგრატ მეშვიდე, ქეთევანი და კირიონი”
„ – მე არ ვიცი, როგორაა ცაში, ხოლო მიწაზე სამოთხე და წამება ისეა განუყოფელი, როგორც ზღვა და მარილი, როგორც უფალი ჯვართან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი წინაპრები მაშინ დაიხოცებიან, როცა ჩვენ უცხოდ ვიქცევით”.
* * *
„ამ ჟამში მეფედ დაბადებას, კარგ ჟამში მონად გაჩენა სჯობს”.
* * *
„ბოროტება ყრუა”.
* * *
„ვინც სამშობლოს გაწირავს, ევალება მტერზე მეტად შეიძულოს სამშობლო და მტრის სასარგებლოდ თავი დასდოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ღმერთს ჩვენს დროში კაცისათვის თავისი სული კი არა, ძაღლის სული ჩაუბერია”.
* * *
„სიყვარული ღვთის ნაწილია და ზღუდე არა აქვს”.
* * *
„სიტყვა ძლიერია მხოლოდ სიმართლით”.
* * *
„სავალალოა, როცა ერის პატრონს მტერი კორტნის, მაგრამ უფრო მწარეა, როცა თვითონ ერი აწამებს თავის კეთილ მოღვაწეს”.
* * *
„ – ო, რამდენი ხანია ჰაერი არ გაუპია საქართველოს გამარჯვების ხმას”. – (ავტორი გენია.ჯი)