ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – მე მგონია, ყველანი ადამის ჩამომავალნი არა ვართ. ზოგი თუ ადამიანის შვილია, ზოგი დათვისაა, ზოგი – ღორისა, ზოგი – სახედრისა…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალია, კაცი ტანჯვისთვის დაბადებულა, მაგრამ ტანჯვასაც თავისი საზღვარი აქვს”.
* * *
„კუთხე კი არა, ხალხია მთავარი”.
* * *
„ვის რას უშლის ქართველი ხალხი, მშვიდად ლობიოსა და მწნილის ჭამასაც რომ აღარ ანებებენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?”
* * *
„კაცის სულში დღემდე ვერვის ჩაუხედია და ვერც ვინ ჩახედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სატყუარად თეთრი კბილი უკეთესია”.
* * *
„ბრმა ერთგულებით შორს ვერვინ წავა”.
* * *
„ – მეფე ირაკლიც ამას მოგახსენებს: საქართველო ხელია და კუთხეები კი მისი თითებიო. ამ ხელს თუ მუშტად შეკვრა ეღირსა, ვაი, იმას, რომელსაც ყბებში მოხვდებაო”.
* * *
„ყველა კაცი თავის თავზე ფიქრობს და ქვეყანა – უმეტესად. ეს იმიტომა, რომ ღმერთს ეგრე დაუწესებია”.
* * *
„ჩვენი ხალხის უბედურება იმაშია, უცხოსავით უყურებენ ერთურთს”. – (ავტორი გენია.ჯი)