ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებიდან – „ობობა”
„ – დიახ, კეთილო მსაჯულნო, ხშირად ცოდვები აღამაღლებენ კაცს და უფრო ხშირად უფსკერო ტანჯვანი აქარწყლებენ ცოდვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასაცილოა ფიქრი იმაზე, რაც იყო და აღარ იქნება”.
* * *
„ადამიანს ბევრი მწვერვალი ჰქონია. ყოფილა ისეთებიც, საიდანაც გზა მხოლოდ უკან ბრუნდება. უკანასკნელი მეტად ძნელი ყოფილა, რადგან იგი ცოცხალ სასაფლაოს უფრო ჰგავს”.
* * *
„აღუვსებელი ყოფილა ბოროტება ჟამისა და დრო – ტანჯვა ყოფილა მხოლოდ. სხივები მზისა ზოგჯერ შვება ყოფილა და ნდომა უსაზღვრო, ზოგჯერ კი ლპობა და უბედურება”.
* * *
„სიჩუმე ხშირად კეთილშობილება უფროა, ვიდრე სისუსტე”.
* * *
„როცა წარსული გველივით სისინებს, იქ ცოდვებზე ლაპარაკი ზედმეტია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღიმილი – ბედის გახელება უფრო ყოფილა, უბედურების თვალსაჩენად”.
* * *
„ – ჰოი, უზომო კაცთმოყვარეობავ!”