ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„იმედი ისეთი სატყუარაა… ეშმაკმა იცის ამ ქვეყნის თავი და ბოლო: ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. – გიორგი პაპუაშვილი (შორეული ციალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს რა არ გადაუტანიათ…” – რევაზ მიშველაძე (61-11-25)
* * *
„ფსიქოლოგიას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ!” – აგათა კრისტი (აღმოსავლეთის ექსპრესი)
* * *
„ – კი, ციხეში კეთილები იყვნენ. ჩიტი რომ შემოფრინდებოდა სლუკუნით ეფერებოდნენ… მხოლოდ თავისუფლება რომ იშოვეს, მაშინვე ეცნენ ადამიანებს, ერთიმეორეს…” – პოლიკარპე კაკაბაძე (ქარიშხალი)
* * *
„ – ჩემგან რა გესწავლება, საიდუმლოებებით არის სავსე ადამიანთა ურთიერთობა”. – რევაზ მიშველაძე (61-11-25) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნად ბოროტებას რა დალევს”. – აგათა კრისტი (აღმოსავლეთის ექსპრესი)
* * *
„ყველა თავის სიმაღლეზე უნდა მოკვდეს”. – პოლიკარპე კაკაბაძე (ქარიშხალი)
* * *
„დიახ, განათლება დიდი საქმეა”. – აგათა კრისტი (აღმოსავლეთის ექსპრესი)
* * *
„ღმერთი ვის რას უნთებს გულში ვერ გაიგებ”. – პოლიკარპე კაკაბაძე (ქარიშხალი)
* * *
„ – ლამაზი და ულამაზო ავადმყოფობა არ გამიგია მე”. – რევაზ მიშველაძე (ექიმბაში) – (ავტორი გენია.ჯი)