ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ყოველ ქვეყანას თავისი საზრუნავი და პოლიტიკა აქვს და მეორე ქვეყნის ბედი ფეხებზე ჰკიდია. ასე არიან ადამიანებიც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უფრო დიდი სასჯელის ღირსი ხშირად სხვასა სჯის”.
* * *
„ორგული მეტია ჩვენს გარშემო, ვიდრე ერთგული და, თუ ორგულის თათბირს ვერწმუნებით, ვინც ერთგული გვყავს, მასაც დავკარგავთ”.
* * *
„თუ მიწას არა, სხვა რას უყუროს მხვნელ-მთესველმა კაცმა”.
* * *
„ზოგჯერ ხალხიც სცდება. ფეხის ხმას ასდევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჭეშმარიტებაა – ომებით სახელგანთქმული მეფე ბევრი ვიცით, შენებით – ცოტა”.
* * *
„მტრობა შიგნიდან და მტრობა გარედან. რითი შეუძლია, საქართველოს იარსებოს?”
* * *
„ – ზოგჯერ ასე ყოფილა: ყველაზე გონიერს მკაცრად სჯიდნენ. არც ერთი უგუნური არ დასჯილა ამ ქვეყანაზე, – ყველაზე მკაცრად გონიერი კაცი ისჯება, შვილო. მის დანაშაულს დიდი ავალა აქვს. გონიერს ბევრი ბაძავს, უგუნურს – ცოტა”.
* * *
„ – მაინც რას წარმოადგენს ხალხი, თუ არა ერთი კაცის ნების აღმსრულებელს. რომც არ გეწადოს, მაინც მას გააკეთებ, რაც იმ ერთ კაცს სწადია. ეს იმიტომ, რომ მას სწადია”.
* * *
„ნეტავი რამდენი ტანჯვის ატანა შეუძლია ადამიანს? აწყვა მაინც შეიძლებოდეს ან გაზომვა. აი, მაგალითად, ტიკში რომ ღვინოს ჩაასხამენ, იგებენ, როცა ივსება და მეტის ჩასხმას აღარ ცდილობენ. ადამიანი კი რამდენი შიმშილი, რამდენი წყურვილი, რამდენი სიტიტვლე?.. რამდენ რამეს იტევს ადამიანი? ღმერთი სარგებლობს ადამიანის გამძლეობით და კერძავს და კერძავს ახალ-ახალ სატანჯველს. ღმერთი თუ ეშმაკი? რა თქმა უნდა, ეშმაკი, რაკიღა კაცის გაჩენაში ღმერთი არ ურევია”. – (ავტორი გენია.ჯი)