ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ამ ცხოვრებაში ყოველივეს კადრულობენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე მიმავალი ვარ და მცნებად დაგრჩეთ: საქართველო უმეტესად ეჭირვება რუსეთს, ვიდრე რუსეთი – საქართველოს. ვინც ამას ვერ ხედავს, ბეცია და სხვა არაფერი”.
* * *
„ – მამაჩემისთვის თუ ავს განვიზრახავ, ჩემი შვილები მეტს იქმნიან”.
* * *
„ – ქალები! ო, ეს რბილ თათებზე მოსიარულენი!”
* * *
„ – უაზრონი და უგონონი ყველგან არიან, მეფეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც რომ პასუხის გაცემას იტვირთავს, დასაბუთებაც უნდა შეეძლოს”.
* * *
„ყველა ქალს თავისი ქმარი ჰგონია მამაცი”.
* * *
„ვინც საქართველოს გაერთიანებას შეეცდება, დეიდაშვილობა და მამიდაშვილობა უნდა დაივიწყოს”.
* * *
„გონიერი მეფე დიდი განძია არა მხოლოდ თავისი ქვეყნისთვის, მეზობელი ქვეყნებისთვისაც”.
* * *
„მაინც რა ყოფილა სიცოცხლე?.. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ და ხელში გიქრება”. – (ავტორი გენია.ჯი)