ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – ძმის აუგს ბიძაშვილს ნუ გაუმხელ, შვილო, ბიძაშვილისას მეზობელს ნუ ეტყვი, მეზობლისას კი – გადამთიელს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკვიანურად ნათქვამი თავისთავად გეჭდევა გულზე”.
* * *
„ – გახსოვს, ისპაჰანს ლაშქრობისას რომ მითხარი?
- აღარ მახსოვს, მეფეო, – გაუკვირდა შერმაზანს, ოცზე მეტი წლის წინანდელი ნათქვამი რომ გაახსენა.
- მე გკითხე, საქართველოს რა გადაარჩენს, ბრძოლა თუ მეგობრობა-მეთქი, და შენ მიპასუხე, მეგობარი დიაღ კარგია, მაგრამ ისეთ მეგობარს ვერსად იპოვნი, ერთხელ მაინც რომ არ გიმტყუნოსო.
- დიდად განმაცვიფრა თქვენმა მეხსიერებამ.
- მაშინ სხვასაც გაგახსენებ… ასე მითხარი, ერთხელ ღალატი მუდმივ ღალატს უდრისო. იმიტომაო, რომ სიკვდილისა არ იყოს, არ იცი, როდის მოგადგებაო ეს ღალატი. ისიც მითხარი, ყოველი მეგობარი სათავისოდ გამოგელის და ცდილობს, ჩაგახიოს, არა თუ ჩაგაკეროსო”.
* * *
„ალბათ უხილავიც სახილველი გახდება, თუ ადამიანი ქვეყნის საკეთილო გზას დაადგება და ბოროტს განირიდებს”.
* * *
„ობოლი ის კი არ არის, ვისაც მამა და დედა უკვდება, ობოლი ის არის, ვისი ძვლებიც სამშობლოს მიწაში არ დაიფვლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიბერე სიბრძნეა, შვილო, და არა სიძაბუნე”.
* * *
„ნათქვამია, კარგი ქვა კედელს არ გამოსძვრებაო”.
* * *
„გონიერ კაცს ყველგან დააფასებენ. გონიერი კაცის რჩევა ხშირად ნახევარ საქმეს უდრის”.
* * *
„ – ღმერთს ესრე უყვარს: გონიერ მეფეს უგუნურით სცვლის. ეგ იმიტომ, რომ ხალხი ღმერთამდე არ ამაღლდესო”.
* * *
„რა ულმობელი ყოფილა ჟამთა სვლა!” – (ავტორი გენია.ჯი)