ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ადამიანები იმდენს სცოდავენ, არც ერთი არ არის სამოთხის ღირსი…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასეა, შვილო, ბავშვს როცა დედა უკვდება და დედინაცვალი უჩნდება, მამაც მამინაცვლად იქცევა ხოლმე”.
* * *
„საოცარი მსგავსებაა ადამიანთა შორის, განსხვავებაცა და მსგავსებაც”.
* * *
„თავისი რჯულის მეგობარი ყველას ეპოვება და მარტოოდენ საქართველოა უმეგობრო”.
* * *
„ერთი შინამტერი ათას გარემტერს უდრის”.
* * *
„სამეფოდ გამზადებული კაცისთვის გაგიჟებას დაფიქრება სჯობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მათხოვარს თუ წყალობას დაუგვიანებ, ისიც მტაცებლად გადაიქცევა”.
* * *
„ყოველმა ქვეყანამ თავად უნდა მოუაროს თავს”.