ამონარიდები რომან მიმინოშვილის წიგნიდან – „ჰომეროსის სამყარო”
„სიტყვა საქმეზე უფრო სწრაფია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არასდროს დაემსგავსება უკვდავ ღმერთების მოდგმას ქვემეთრევ კაცთა ჯილაგი!”
* * *
„ღვთაების ჯილდო არასოდეს დაიწუნება”.
* * *
„რაც არის მოდგმა ხის ფოთოლთა, იგია კაცთა: ქარი მიწას მიახვეტს, გაზაფხულზე კი კვლავ აიყრის მუხა ფოთლებს”.
* * *
„ადამიანის აზრი იმდენად სწრაფია, რომ გონების ძალით წამში მთელი ქვეყანა შეუძლია მოიაროს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სად გაგონილა სიკვდილისგან კაცთა მოდგმის გადარჩენა?”
* * *
„ადამიანო, შმაგო, უგუნურო! რისთვის გაქვს ყური, თუ არას ისმენ?”
* * *
„მხოლოდ დაკნინებულ სულს არ ძალუძს გადარჩენა!”
* * *
„ – გულს მიფოქრიაქებს, როცა ვხედავ, რომ თანასწორის გაძარცვას ცდილობს კაცი მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებით აღემატება”.
* * *
„არ მწამს კაფია, როცა მტერი ასაკაფია!” – (ავტორი გენია.ჯი)