ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „დემეტრე მეორე”

„ქების მოსმენა უმძიმს მხოლოდ ქების ღირსს. ქებას უღირსნი ეძიებენ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაზომცა სული მაღალია, მეტს წვალობს ქვეყნად, არც ზეცა შველის”.

* * *

„სჩანს ნამდვილ მოღვაწეს ბრბო ვერ არჩევს პირმოთნე მტრისგან”.

* * *

„ვერაგს ენა აქვს ნამდვილ ზრახვის დასაფარავად”.

* * *

„ნურას მიაწერ ბედს, ცხოვრებას ღვთის ნება მართავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ ტანჯვისთვის გვიზღვავს ზეცა ჩვენი სიმართლით”.

* * *

„ვისაც ჭკუა აქვს, პირში ლაგამი ამოიდოს”.

* * *

„ – ახლა ვხედავ, რომ ყველაფერზე დიდი განძია სულგრძელობა”.

* * *

„მეფის სასახლის ცოდვა მთელ ერს ედება ჭირად”.

* * *

„როცა მიწაზე ტირის მართალი, მისი ცრემლი ცაში ეცემა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება