ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ომები… უომრად ცხოვრება არც ყოფილა და არც თუ ოდესმე იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უფლის ნებაა ყოველივე! კაცს რომ აღაზევებს, თან უთვალთვალებს, უკეთუ გაამაყდა და ამპარტავნობას მიეცა, თავადვე წარგზავნის თავის მოციქულს და შთააგონებს ვიეთნიმე კაცს, მახვილი აღიღოს”.
* * *
„კარგი ბატონი ხარ თუ ავი ბატონი, მცირედ განგასხვავებს ფიქრს მიუჩვეველი ბრბო”.
* * *
„კარგი იქნება, უმშვენიერესი რომ უბედნიერესიც იყოს…”
* * *
„ბერიც კაცია და ხმალი მასაც უჭრის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილზე საერთოდ არ უნდა იფიქრო”.
* * *
„ – შიმშილი და წყურვილი ორივ ჯოჯოხეთია და ორივ აშოროს ჩემს ქვეყანას!”
* * *
„ქართველთა ერთგულება უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ეგების ზოგჯერ ეშლებათ, ვის უერთგულონ და ვის… არა, მაგრამ.. განა რუსთველმა არ ბრძანა, „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უბდა ძმა და თვისიო”?.. ხშირად ასეც ხდება, სხვა ერის ხალხი გვღალატობს განსაცდელის ჟამს და ქართველს აბრალებს”.
* * *
„ნათქვამია, თუ ქრისტეღმერთი გუთნისდედა გყავს, გუთანი არ მოგიცდებაო…”
* * *
„ამაყი კაცი არ უყვარს უფალს, არც უსამართლო”. – (ავტორი გენია.ჯი)