ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…
„აი დიდი ცხოვრების გზა, ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, თქეში და ღვართქაფი…” – (მისი სურათის გმირი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს ხშირად უნდება ხოლმე თავიდან მოიშოროს წარსული, მაგრამ წარსულს ვინ მოიშორებს. ის, რაც იყო, წაუშლელი სტრიქონივით იწერება წარსულში და მისი ამოშლა შეუძლებელია”. – (შიში)
* * *
„სიყვარულმა წლები არ იცის”. – (მწუხრის სიმღერა)
* * *
„ბედნიერების საპოვნელად გრძნობით ნაკარნახევი დიდი გზაა გასავლელი”. – (საფრთხობელა)
* * *
„არის ხანდახან ცხოვრებაში ისეთი რამ, გულს უნდა და გონება განსჯას ერიდება”. – (საბედისწერო მოსახვევი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი კაცის ხიდი არისო, ძველადვე უთქვამთ ჩვენს წინაპრებს”. – (საფრთხობელა)
* * *
„ოცნებას დასასრული არა აქვს”. – (მწუხრის სიმღერა)
* * *
„ყველაფერი მოხდება ხოლმე”. – (საფრთხობელა)
* * *
„სიყვარული უპირველესად ლტოლვაა სულთა ერთობისა და არა მხოლოდ სარეცელი სქესისა”. – (საბედისწერო მოსახვევი)
* * *
„ვინ რა იცის, რად შეჰყმუვლა ძუკნამ მთვარეს და რა შესჩივლა ღამის მნათობს. იქნებ გაუნდო დაკარგული ლეკვის ძებნით განაწამები, ამ ღამეში წოწიალით ქანცმილეული, მშობლის დარდი, ან იქნება არ მოუწონა უკუღმართობა სოფლისა და ძაღლური ხვედრი სულდგმულისა ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)