ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…

„სახელი დაგორებული თოვლის გუნდის მსგავსია, ამბობენ, თუ ერთხელ მოსწყდა, ზვავივით გაიღებს ხმაურსო”. – (აქიმი და ხურო) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ღვინოსა სვამს, ის კაცია, ვისაც ღვინო სვამს, ის არარაობა”. – (ორი მესვეურისა და თავთუხის ამბავი)

* * *

„ – სად არს მადლი შენი, უფალო, და რაი არს ცხოვრება ჩუენი? თუ გვშობ, რად გვაჭკნობ და თუ გვაჭკნობ, რაღადა გვშობ, ღმერთო! სად არს დასასრული სატანისა და სათავე შენი სიკეთისა. ნუღა-თუ შენშია ორივე ერთად, ჩვენი ცხოვრების მოკლე დღის და გრძელი ღამის დამწესებელო. და, თუ ასე არს, რად მოგვეცი ორივე ერთად, ერთის წყაროდამ შესასმელი, ტანჯვად და საამოდ ჩვენდა”. – (ცეცხლს მიეც)

* * *

„ – დედოფალო, გვირგვინი მუდამ სისხლითა საზრდოობს!” – (ცეცხლს მიეც)

* * *

„დედის გულიც სამყაროსავით უსაზღვროა”. – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მოეკითხების ყველას წილისა წილ, – ჩაურთო დვინელმა.

- მოეკითხების, ქურდს და ავაზაკს შეენდობის, შივა და იპარვის, სცივა და გხდის. ერის მოღალატეს არა, ანანია!” – (ცეცხლს მიეც)

* * *

„მწუხარება აერთიანებს ჭირისუფალთა და ჭირთამთმენთ, მტერთა და მოყვარეთ”. – (ცეცხლს მიეც)

* * *

„უიმედო ადამიანი გაუთენებელ ღამესა ჰგავს. ცოცხლებში აღარ ჩაითვლება. ღამეს იმედი ათენებს”. – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა)

* * *

„ – სულს ნუ იშფოთებ, დედოფალო, დასაბამიდან ასე არის – ხელისუფლება სისხლს მოითხოვს, ხელისუფალი დანას და თოკს”. – (ცეცხლს მიეც)

* * *

„დარდი რას არ ჩაგადენიენებს!” – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>