ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…
„ადამიანთა საკრებულო მუდამ ორ რიგად იყოფა: მონებივრენი, ვისზედაც ზრუნავენ, და მანებივრალნი, ვინაც მათზე ზრუნავს”. – (სტეფანე პაპას ზიზიები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმემ არ იცის კვირა-უქმე”. – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა)
* * *
„ – მამული არა, რწმენა არა, ტოლობა არა… რა გაუვალი უდაბნოა!” – (ღამე კრწანისზე)
* * *
„ – დაანებე, ბებერო, თავი გარდუვალის ჩიჩქნას”. – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„იმედი კაცს ჯანს უმაგრებს, გულს უხალისებს”. – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერა ხედავ, ადამიანის გონება და გამჭრიახობა სამყაროში უსაზღვროებას დაეჭიდა, რა დროს ზღაპარი და წინათგრძნობაა!” – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა)
* * *
„ – ღმერთო… მარიამ ღვთისმოშობელო, მართალია, როცა მიჭირს, მარტო მაშინ მომაგონდები, მაგრამ, აი, შენ სულგრძელობას ვენაცვალე, ხელაპყრობილი გევედრები – გადმოგვხედე წყალობის თვალით…” – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა)
* * *
„ოჯახი მაინც ოჯახია, და სიამტკბილობასთან ერთად მწარეც ერევა ხოლმე ტკბილს”. – (სტეფანე პაპას ზიზიები)
* * *
„არარაობა ღმერთმა ნუ ქნას!” – (წვეთი იმედისა და ორი ქილა კაკლის მურაბა) – (ავტორი გენია.ჯი)