ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – ოჰ, რუსთაველო! შენს სტრიქონებს ჯადო-თილისმა აქვს და სასწაულებს ახდენს. შენი პოემა მთა არის თვალშეუდგამი და იქიდან დაქანებულ მოულოდნელ ზვავებს შეუძლია ქვეშ მოიტანოს სახარაბაცა და დავითნიც, მონასტრები წალეკოს და ეკლესიები გაანიორწყლოს. შენს შემდეგ ქართველი კაცის ლექსი გაუფასურდა, სიტყვას ძალა დაეკარგა და ლექსს – სამკაული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხმლის სიდიდეზე კი არ არის საქმე, მაჯაა მთავარი”.
* * *
„პატარა ქვეყნის მარცხი არვის გაუკვირდება, დიდ ქვეყანას კი სასაცილოდ ხდის ყოველი მარცხი”.
* * *
„საუნჯეს გაფრთხილება უნდა”.
* * *
„ქადილი მაშინ გამოგივა, როცა ძალა არ შეგწევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ღმერთო მაღალო! შენ ჩააგონე ქართველობას ერის სიყვარული და მოეც შეწევნა, რათა სიკვდილამდე ქვეყნის მონა იყოს!”
* * *
„ – აბა, თუ იცი, მდაბიონი რითი სჯობიან მეფეს?
- არც რითი.
- მდაბიონი მას აკეთებენ, რაც მათ ესურვებათ, მეფენი კი – რაც ხალხს სჭირდება”.
* * *
„ – რა გგონიათ, საქართველო რამ გადაარჩინა? – იკითხა ანტონმა, როცა უკვე გაშლილ სუფრასთან დაჯდა.
- ამასაც თუ გადარჩენა ჰქვია? – დაიხვნეშა ალექსიმ”.
* * *
„დაულოცავად ცა და მიწაც ვერ იარსებებს…”
* * *
„ – ქრისტიანული რჯული ყველაზე უწმინდესია დედამიწაზე.
- აბა, მაჰმადიანს ჰკითხე, რას გეტყვის?
- მაგაშიც მართალი ხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)