ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”
„ – გაფურთხებთ ჯოჯოხეთის ძენო, მე ვარ პაპი ალექსანდრე ბორჯია; მე შენს მოადგილედ ვიჯექ მიწიერ ტახტზე და განგადიდე, მაცხოვარო!
შენ უფალო, მიწიერ ცხოვრებაში ქოხიც არ გაგაჩნდა, მე კი შენს აქაურ ტახტზე დაბრძანებულმა ავიშენე მარმარილოს სასახლეები და სამოთხის ბაღები. შენ ცოლი არ გღირსებია, პური და წყალიც გენატრებოდა. მე, შენი მოადგილე, ღვინის ტბებს ვაყენებდი და ზედ ვერცხლის ნავით ვცურავდი და ნავში შიშველი მზეთუნახავნი მისხდნენ. რომელ ქალის სურვილიც აღმეძრებოდა ვერ იცავდა ჩემგან ვერც ნათესაობა და ვერც მეფის ცოლობა. შენ მტრებისაგან იმალებოდი, – ჩემდამი მტრობას კი ვერავინ ბედავდა, ამიტომ თვითონ გამოვიგონებდი მტრებს სხვების შესაშინებლად და ცოცხლად ვწვავდი კოცონებზე. ასე განვადიდე მიწაზე შენი ძალა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უფალს უბედურების გზით მოაქვს ბედნიერება, როგორც გოლგოთას გზით აღდგომა”.
* * *
„ავაზაკს ვერ გააძღებს მთელი ქვეყნის სისხლი და ღატაკს ვერ შეაჯერებს ოქროს მთები”.
* * *
„ – მე თქვენს მაგიერაც დავიბანე ეს ხელი”. – (პილატე)
* * *
„გულს ნუ აყვები. ყველაზე კარგი მეგობარი ჭკუაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გმირები ქვეყანაზე საფლავებიდან იბადებიან და არა დედის საშოდან”.
* * *
„ადამიანის ჭკუით მოწყობილი სამოთხე ჯოჯოხეთზე საშინელი იქნება”.