ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – აბა, თუ იცი, ყველაზე დაწყევლილი ვინ არის ამ ქვეყნად? – მეფე!.. მეფეა ყველაზე საცოდავი. გლეხკაცი თუთასა და ბალახს შეექცევა და მაინც ბედნიერია, რადგან თავისი სახლის იქით არაზე ფიქრობს, არა აწუხებს რა. მეფე კი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რომც არ გინდოდეს, სხვა გიკიჟინებს და, კეთილიც რომ იყო, გაბოროტებენ”.
* * *
„ – საქართველოს ერთობას დავითი უნდაო.
- რაკიღა დავითი არა გვყავს, ჩვენ უნდა ვითავოთ!”
* * *
„ახლა უკვე აღარ არიან ერთ დროს მძლეველნი ქვეყნიერებისა”.
* * *
„ – ეგ ვიცი, რო კაცი თუ ერთხელ გიღალატებს, მეორედაც უთუოდ გაგყიდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს?”
* * *
„ეს წუთისოფელი ტირილისაა”.
* * *
„ – დასძლიე პირადი დიდების ცდუნება, უსმინე ერის ძახილს და არ დამარცხდები! თუნდაც დამარცხდე, სახელი შენი უკვდავი დარჩება. სულისა და სახელის უკვდავება კი ბევრად მეტია, ვიდრე ხორციელ დიდებაზე ზრუნვა”.
* * *
„ – სიკვდილზე ფიქრი ჩვენ არას გვკითხავს, თავად გვეწვევა, როცა ჟამია.
- უჟამოდაც ხშირად გვაწუხებს”.
* * *
„ადამიანები მსახიობები არიან და განუწყვეტლივ როლს თამაშობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)