ამონარიდები უოლტერ სკოტის რომანიდან – „აივენჰო”
„ – აბა, ერთი გაიხსენე, ვისთვის დამიტანებია ძალა, გინდა თუ არა ისესხე-მეთქი! მაგრამ ასეა ხოლმე, როცა ისააკთან მოდიან და ფულის სასესხებლად კარებზე უკაკუნებენ, სულერთია – ბერი იქნება, თუ ერისკაცი, პრინცი თუ წინამძღვარი, რაინდი თუ მღვდელი, ყველას დაშაქრული ენა აქვს. „ისააკ, ძმობილო, შენი ჭირიმე, ოღონდ ახლა გამიმართე ხელი და დროზე დაგიბრუნებ, ისე ღმერთი შემეწევა”. ან არადა, „ისააკ, გენაცვალე, შენი გულის ამბავი რომ ვიცი, ამ ერთხელაც არ გამწირავ და ძმობას გამიწევ, ცუდ დღეში ვარ… მაგრამ გადახდის ვადა რომ მოვა და ჩემი საკუთარი ფულისთვის მივადგები – ხელადვე წყეულ ურიად ვიქცევი, მთელ ჩვენს მოდგმას ჯანდაბაში გვგზავნიან და საქვეყნოდ გვთათხავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ დიდ სამსახურს გაგიწევს კაცი, მაგრამ მოხდება ხოლმე, რომ ვერც შეიყვარებ ამ კაცს და ვერც პატივსა სცემ; აგერ სხვამ იქნებ ცივი უარი გითხრას სამსახურზე და კიდევ უფრო ამაღლდეს შენს თვალში”.
* * *
„ – ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი საიდუმლო გვაქვს, ბატონო რაინდო, – უთხრა მთავარმა ყაჩაღმა, – რაც თვითონ გნებავდეთ, ის იფიქრეთ ჩემზე, მეც ჩემი საკუთარი შეხედულება მაქვს თქვენ შესახებ; იქნებ ორივენი ვცდებით. მაგრამ, რაკი მე არა გთხოვ, შენს გულში ჩამახედე-მეთქი, ნუ გეწყინება, რომ ჩემიც არ გაგიხსნა”.
* * *
„ – ზოგჯერ ხენეში ხეც მოისხამს ხოლმე კეთილ ნაყოფს, და ცუდი დროც მარტო ბოროტებას როდი ბადებს”.
* * *
„ტყვის მიმართ მუქარა რა ვაჟკაცობაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თავისუფალი კაცი რომ მინდორში იბრძვის, მონა ცეცხლის პირასა ზის არხეინად… ოლდჰემ მომსბერელის სიტყვები არ გახსოვს – სულელი ლხინშიო და ჭკვიანი კრივშიო”.
* * *
„როგორი სარდალია, ჯარიც ისეთი ეყოლება!”
* * *
„ – ღმერთო!.. ბრძოლაზე უფრო მძიმე სანახავი გამარჯვება ყოფილა! ღმერთო დიდებულო! რაღად მიეცი კაცს შენი ხატება, თუკი ერთმანეთს ასე დაამახინჯებინებდი?!”
* * *
„როგორც ყვავი არ გათეთრდება, ისე ებრაელი ებრაელობას არ მოიშლის”.
* * *
„ – გამარჯვებულს, ქალბატონო, ლმობიერება მართებს”. – (ავტორი გენია.ჯი)