ამონარიდები უოლტერ სკოტის რომანიდან – „აივენჰო”
„ – უნდა გახსოვდეს, რომ მეფესთან შელაზღანდარება – რაგინდ კარგ გუნებაზე იყოს იგი – ლომის ლეკვთან თამაშსა ჰგავს: ცოტას ვერ მოზომავ და მაშინვე კლანჭს გაგკრავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი ლაპარაკი ცოდვას შეგყრის”.
* * *
„რამდენადაც რეფორმა ბრძნული და სამართლიანია, იმდენად ფრთხილად უნდა გაატარო იგი”.
* * *
„ პირდაპირ უნდა გითხრა, კონრად, რომ აღარც ზეცის ძალებსა და არც მიწიერთ აღარ ძალუძთ აიტანონ ამ თაობის უკუღმართობანი… თვალნათლივ ვხედავ… ნიადაგი, რაზედაც ჩვენი თაობაა დაფუძნებული, ყოველი მხრიდან გამოთხრილია, და რასაც მეტ აღზევებას შევეცდებით, მით უფრო ჩქარა ჩავინთქებით უფსკრულში”.
* * *
„სულ მთლად თუ ვერ მოთოკავ თავს, სიფრთხილე მაინც იხმარე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შვილი თუ დამეღუპა, ოქროს რაღა თავში ვიხლი!..”
* * *
„ – გახსოვდეს, რომ დანიელი ლომის ბუნაგში შეგდების შემდეგაც კი ჭკუამ იხსნა”. – (ბიბლიური წინასწარმეტყველი, ვინაც მტრების დასმენით ლომების ბუნაგში შეაგდეს, მაგრამ მხეცებმა პირი არ ახლეს)
* * *
„ – ჭკუას, ბატონო რაინდო, ბევრი რამ შეუძლია. იგი მკვირცხლი და დაკვირვებული არამზადა გახლავს – ხელადვე შენიშნავს, რომელი თვალი აქვს მეზობელს დავსებული, და როგორც კი გაფიცხებას შეატყობს, მაშინვე იმ უხიფათო მხრიდან ამოუდგება”.
* * *
„დიდსულოვანი საქმით ვაჭრობას ნუ დაიწყებ… გაჭირვებულს გულმოწყალებით დაეხმარე და არა პირადი გამორჩენის სურვილით…”
* * *
„ღმერთი ყოვლისშემძლეა!” – (ავტორი გენია.ჯი)