ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებიდან – „ინონ”
„დღემდე საქართველო ქალს უფრთხილდებოდა, როგორც დედას და ქვეყნის მშვენებას. ფარვანასავით თავს დასტრიალებდა. ნიავს არ აკარებდა. დღეს კი…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჭვი გადამეტებული სიფხიზლეა, სხვა არაფერი”.
* * *
„ – განა არ გქონიათ წუთები, როცა ბედნიერება და სიხარული განუსაზღვრელი და დაუფასებელი ყოფილა?”
* * *
„ავადმყოფი მიზეზს არ ეძებს, ავადმყოფი განკურნებას ითხოვს”.
* * *
„რა სუფთა რამ არის გული, ვინმე რომ უვლიდეს მას. რა მცირე აამებს და რა ცოტა წაბილწავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა დიდებულია! – დაარღვია სიჩუმე ნაბინამ.
- რა?
- ზღაპარი და მისი ჩვენებური დაწყება.
- იყო და არა იყო რა?
- დიახ, იყო და არა იყო რა!”
* * *
„მოთმინება ყველაფერს ზღვავს”.
* * *
„მომავალი იმათ ეკუთვნის, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს”.
* * *
„რა საამაყოა, როცა გთხოვენ და გაიღებ”.
* * *
„სასაცილოა ულმობელს სიკეთე სთხოვო”. – (ავტორი გენია.ჯი)